ნიადაგების გაბინძურება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:45, 18 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნიადაგების გაბინძურება − ნიადაგის ორგანიზმებისათვის სასიცოცხლოდ სახიფათო ქიმიური ნივთიერებების დაგროვება.
მათ წყაროებს წარმოადგენენ სამრეწველო საწარმოების გადანაყრები, ჰერბიციდები და მინერალური სასუქები, ქარხნების მილებიდან ჰაერში შემოფრქვეული (ვრცელდებიან 8-10 კმ-ის სივრცეში, თუმცა ქარის მოქმედებით 50 კმ-ის მანძილზეც გადაიტანებიან) ნივთიერებები, ნავთობქიმიური კომპლექსების, აგრეთვე ფერადი ლითონების მოპოვებისა და გადამუშავების ნახშირწყალბადებით გაბინძურებული და მძიმე ლითონების გავრცელების მიდამოები.