ხუნწი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:30, 22 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Smorodina.PNG

ხუნწი - Ribes alpinum L.

მთიულ. – მაცხარი, თუშ., ხევს. – ალუდა, აჭარ. – მერცხალი

ხუნწი ეკუთვნის ხუნწისებრთა ოჯახს. გავრცელებულია მთის შუა და ზედა სარტყელში. სიმაღლეში 1-2 მ-ს აღწევს, თუმცა გვხვდება ხოლმე 3 მ სიმაღლის ბუჩქიც. ფოთოლი ძირითადად სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი. ზედა მხრიდან შიშველი და პრიალა, ქვედა მხრიდან – შიშველი ან ალაგ-ალაგ შებუსვილი. ყვავის მაისში ან ივნისში. ნარინჯისფერი ორი ან სამი ყვავილი მტევნადაა შეკრებილი. ნაყოფი მწიფდება ივლისის ბოლოს. კაშკაშა ნარინჯისფერი — წითელია.


წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები