გასტროფილუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გასტროფილუსი - (Gastrophilus; ბერძნ. gaster კუჭი + philos მოყვარული) – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბორების გვარი; მიეკუთვნება Gastrophilidae-ს ოჯახს, Diptera-ს რაზმს, Insecta-ს კლასს. ზრდასრული ბორები არ იკვებებიან. ისინი ცოცხლობენ პარაზიტული ცხოვრების პერიოდში ლარვების მიერ დაგროვილი მარაგების ხარჯზე. ლარვები პარაზიტობენ ცხენისა და სახედრის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. სახეობები:
- Gastrophilus intestinalis (ლათ. ნაწლავის)
- კუჭის დიდი ბორა;
- G.veterinus (ლათ. ვეტერინარიული)
- თორმეტგოჯა ნაწლავის ბორა;
- G.haemorrhoidalis (ბერძნ. haima სისხლი + rhein დენა)
- კუჭის წითელკუდიანი ბორა;
- G.inermis (ლათ. შეუიარაღებელი)
- კუჭის მცირე ბორა;
- G.nigricornis (ლათ. niger შავი + cornu რქა) – კუჭის შავულაშა ბორა.