კალიფორიდები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:50, 23 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კალიფორიდები (Calliphoridae; ბერძნ. kalos სილამაზე + phoros მზიდი + id ბოლოსართი, ნიშნავს შთამომავალს) – ხორცის (ლეშის) ბუზების ოჯახი; მიეკუთვნება Brachycera-ს ქვერაზმს, Diptera-ს რაზმს. კალიფორიდები ინფექციურ და ინვაზიურ დაავადებათა აღმძვრელების გადამტანებია. მათი სხეული საშუალო ან დიდი ზომისაა, შეფერილია ლურჯად ან მომწვანო ფერად.

Calliphora uralensis (ლათ. uralensis ურალის) – ლეშის ლურჯი ბუზი. გავრცელებულია ჩრდილოეთის ქვეყნებში; C.vicina (ლათ. vicina მომიჯნავე) – ხორცის ლურჯი ბუზი და Lucilia sericata (ლათ. lux სინათლე, კაშკაში, sericata აბრეშუმში ჩაცმული) – ხორცის მწვანე ბუზი.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები