ბუზები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Flies.PNG

ბუზები - მწერები, რომლებიც მიეკუთვნება Brachycera-ს ქვერაზმს, Diptera-ს რაზმს. გავრცელებულია ყველგან.

სავეტერინარო მნიშვნელობა აქვთ სამი ოჯახის ბუზებს: ნამდვილი ბუზები (Muscidae), ხორცის ლურჯი და მწვანე ბუზები (Calliphoridae) და ხორცის რუხი ბუზები (Sarcophagidae).

ნამდვილი ბუზების (Muscidae) დიდი ნაწილი ზოოფილური და სინანთროპული სახეობებია:

  • Musca domestica – ოთახის ბუზი;
  • Fannia canicilaris (ფრანგ. fane მოდუნებული, უფერული და ლათ. canicula ძაღლი) – ოთახის მცირე ბუზი;
  • Muscina stabulans (ლათ. stabulatio გომური, ფარეხი) ბინის ბუზი;
  • Musca autumnalis (ლათ. შემოდგომის) – მინდვრის ბუზი;
  • M.larvipara (ლათ. ცოცხალმშობი) – ცოცხალმშობი მინდვრის ბუზი;
  • M.amica (ლათ. მეგობარი) – ციმბირის მინდვრის ბუზი;
  • Stomoxys calicitrans (ბერძნ. stoma სტომა + oxys ბასრი და ლათ. calcitrare წიხლის კვრა) – შემოდგომის წვია;
  • Haematobia stimulans, H.atripalpis; (ჰემატობია)
  • Liperosia irritans, L.titilans. (წვიები)

ოჯახი – Calliphoridae (ხორცის ლურჯი და მწვანე ბუზები. (კალიფორიდები)
ოჯახი – Sarcophagidae (ხორცის რუხი ბუზები). (სარკოფაგიდები)


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები