წვია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წვია

წვია – სისხლმწოვი ბუზი; მიეკუთვნება Muscidae-ს ოჯახს, Stomoxys-ის (ბერძn. stoma პირი + oxys ბასრი), Haematobia-ს (ბერძნ. haima სისხლი + bios სიცოცხლე) და Lyperosia-ს (ბერძn. lyperos მწუხარე) გვარებს.

სახესხვაობები:

- Stomoxys calcitrans (ლათ. calcitrare წიხლის კვრა, ჩაწიხვლა) – შემოდგომის წვია, ბინადრობს სადგომებში და გარეთ, ცხოველების თავშეყრის ადგილებში;

- Haematobia stimulans, H.atripalpis (ჰემატობია);

- H.irritans (ლათ. irritator აღმძვრელი, გამაღიზიანებელი) – ძროხის მცირე წვია. ცხოველს თავს ესხმის საძოვარზე;

- Lyperosia titillans (ლათ. titillation ღიტინი, აღგზნება) – ძროხის სამხრეთის წვია. ბინადრობს ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნებში. პარაბრონემას შუალედური მასპინძელი.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები