ჰემატობია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰემატობია – (Haematobia; ბერძნ. haima სისხლი + bios სიცოცხლე), სისხლმწოვი ბუზების გვარი; მიეკუთვნება Muscidae-ს ოჯახს, Diptera-ს რაზმს, Insecta-ს კლასს. ბუზი-წვია, რომელიც ჯილეხის, ტუბერკულოზის, ბრუცელოზის, ღორის წითელი ქარისა და სხვა დაავადებათა აღმძვრელების გადამტანია, საძოვარზე თავს ესხმის ცხოველებს, უმთავრესად მსხვილფეხა მცოხნელ პირუტყვს.
სახეობები – Haematobia stimulans (ლათ. stimulare დევნა, გარეკვა, ჭენება) – ძროხის წვია და Haematobia atripalpis – ცხენის წვია.