აშურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:21, 22 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აშურა — უძველესი მუსლიმანური დღესასწაული, რომელიც მაჰმადიანური კალენდრით აშურის მთვარის მეათე-მეთორმეტე დღეს ტარდებოდა, დღესასწაულზე ამ სახელწოდების წვნიან კერძს ამზადებდნენ. კერძი სადღესასწაულო კულინარიის ნაწილი იყო, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა სახის შერეული მარცვლეული, ინგრედიენტი – სიმინდი, ბრინჯი, ხორბალი, ქერი, ღომი, ლობიო, ნიგოზი, ქინძის თესლი შედიოდა. აშურა აჭარის მაჰმადიანური მოსახლეობისათვის იყო დამახასიათებელი. კერძში ხურდა ფულს ყრიდნენ და მიაჩნდათ, რომ ვისაც საჭმელში ეს ფული შეხვდებოდა, მას სიმდიდრე არ მოაკლდებოდა. ამ კერ ძს „აშურა შორვას” უწოდებდნენ;