ორიენთობილჰარცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:10, 9 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ორიენთობილჰარცია (Orienthobilharzia; ბერძნ. orienthos აღმოსავლეთი + ექიმ ბილჰარცის პატივსაცემად) – ტრემატოდების გვარი; მიეკუთვნება Schistosomatata-ს ქვერაზმს. სქესგაყოფილი მწოველები. Orienthobilharzia turkestanica (გამოვლენილ იქნა თურქმენეთში) – სახეობა, პარაზიტობს ცხვრის, თხის, ძროხეულის ორგანიზმში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – მტკნარი წყლის მოლუსკები. მცოხნელი ცხოველების ორიენთობილჰარციოზის აღმძვრელი.
წყარო
სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი [[კატეგორია:ტრემატოდები