ტრიქინელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:31, 28 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრიქინელა − (Trichinella; ბერძნ. thrix თმა, ბეწვი), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Trichinellidae-ს ოჯახს, Trichocephalata-ს ქვერაზმს. ზრდასრული ტრიქინელები პარაზიტობენ წვრილ ნაწლავებში, ხოლო ლარვები – იმავე მასპინძლის განივზოლიან კუნთებში. ტრიქინელების მაპინძლებია ძუძუმწოვრების 100-ზე მეტი სახეობა. ავადდება ადამიანიც. გავრცელებულია ყველა კონტინენტზე.

Trichinella spiralis (ლათ. სპირალური) – ფართოდ გავრცელებული სახეობაა, რომელიც აინვაზიებს ცხოველებსა და ადამიანს;

Trich.pseudospiralis (ბერძნ. pseudos ტყუილი + ლათ. spiralis სპირალური) – სახეობა, რომელიც პირველისაგან განსხვავდება ზომით და განვითარების ვადებით. გარდა ამისა, კუნთებში ჩაბუდებისას მისი ლარვა არ იკეთებს კაფსულას, თუმცა, სრულად ამთავრებს ზრდა-განვითარებას ფრინველის (ქათამი, იხვი, კაკაბი და სხვ.) ორგანიზმში. აღნიშნული სახეობები არიან ტრიქინელოზის აღძვრელები.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები