ტრიქინელოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრიქინელოზი − (trichinellosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Trichinella + osis დაავადება) – ძუძუმწოვარი ცხოველებისა და ადამიანის ჰელმინთოზი, რომელიც გამოხატული ალერგიული მოვლენებით მიმდინარეობს. აღმძვრელის (Trich. spiralis) ლარვები იბუდებენ განივზოვლიან კუნთებში, ხოლო მათი ზრდასრული ფორმები – იმავე ორგანიზმის წვრილ ნაწლავებში. გავრცელებულია ყველგან. ცხოველების ორგანიზმში ტრიქინელოზი გამოხატული კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს. ღორის შემთხვევაში შესაძლებელია სხეულის ტემპერატურის ხანმოკლე მატება, დაძაბუნება, კუნთების ტკივილი, კანის ქავილი, მონაცვლეობით კოჭლობა.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები