პოტერიოსტომუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:19, 21 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პოტერიოსტომუმი – (Poteriostomum; ბერძნ. poterion სასმისი, თასი + stoma პირი), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Strongylidae-ს ოჯახს, Strongylata-ს ქვერაზმს. Poteriostomum imparidentatum (ლათ. impar განსხვავებული + dens კბილი) – სახეობა, პარაზიტობს ცხენის მსხვილ ნაწლავებში. ამ ოჯახის სხვა ნემატოდებთან ერთად იწვევს ცხენის სტრონგილიდოზს.