ნუტალია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:59, 7 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნუტალია – (ინგლისელი მეცნიერის გ. ნუტალის პატივსაცემად) – უმარტივესები; მიეკუთვნებიან Theileriidae-ს ოჯახს, Piroplasmida-ს რაზმს. ნუტალიებს (ნუტალიოზის აღმძვრელები პარაზიტობენ სისხლში) ოვალური ან მსხლისებრი ფორმა აქვთ. მათი სხეულის ზომა ერითროციტის რადიუსის ტოლი ან მასზე ნაკლებია. თბილსისხლიანი ცხოველების ორგანიზმში ისინი ოთხად დაყოფის გზით მრავლდებიან. ერითროციტებში მათთვის დამახასიათებელია მალტიური ჯვრის ფორმა.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები