შოლტიანები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:16, 30 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შოლტიანები – (Mastigophora; ბერძნ. შოლტის მქონე), უმარტივესები; მიეკუთვნება Mastigophora-ს კლასს. მათთვის დამახასიათებელია 1-8 შოლტის ქონა, რომლებიც სამოძრაო ორგანელებია. მრავლდებიან უსქესო გზით. არჩევენ თავისუფლად მცხოვრებ და პარაზიტულ შოლტიანებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ძუძუმწოვრების დაავადებათა აღმძვრელებს – ტრიპანოსომებს, ტრიქომონადებს და სხვ.