ანგიოსტრონგილოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:30, 21 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანგიოსტრონგილოზი - (Angiostrongylosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Angiostrongylus + ბერძნ. osis დაავადება) – ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ნემატოდა – Angiostrongylus vasorum პარაზიტობს ძაღლის, მელიის, იშვიათად მღრღნელების მარჯვენა გულში, ფილტვის არტერიასა და მის განტოტებებში. დაავადება ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს. სიმპტომები: თავბრუდახვევა, სისხლდენა ცხვირიდან, სწრაფი დაღლა, ქოშინი, კიდურების შეშუპება. მოგვიანებით ვითარდება კატარული ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა, გულის გაფართოება, წყალმანკი.