მიულერიუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:35, 28 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მიულერიუსი – (Muellerius; გერმანელი მეცნიერის ფ. მიულერის პატივსაცემად), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Protostrongylidae-ს ოჯახს, Strongylata-ს ქვერაზმს.
Muellerius capillaris (ლათ. თმისებრი) – სახეობა, პარაზიტობს ცხვრისა და თხის ფილტვებში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – ხმელეთის მოლუსკები. მიულერიოზის აღმძვრელი.