მალანურობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:03, 5 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მალანურობა – სატირული ხალხური დრამის ნიმუში, რომელიც აღმოცენდა დასავლეთ საქართველოში XVI-XVIII ს.ს. გლეხთა ბატონყმური ურთიერთობის გაძლიერების ხანაში. შემდეგ შეინარჩუნა რა თავისი პირველსაწყისი ფორმა, მალანურობა იქცა ხალხურ დრამად, რომელიც მიმართული იყო ფეოდალური ჩაგვრისა და შინაბრძოლების წინააღმდეგ, რაც ასე მძიმე ტვირთად აწვა საქართველოს XVI–XVIII საუკუნეების განმავლობაში.