მალანურობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მალანურობა – სახალხო სანახაობა, რომელიც იმართებოდა სამეგრელოში. „სწორედ მარიამობის წინა ღამეს მნათე აიღებს და სამჯერ დაჰკრავს ბუკს... მთელი სოფლის მოხუცები, დროული კაცები მოგროვდნენ. 12 მალანური ან როგორც იტყვიან, „ტარიელი“ ამოირჩა. ექვსი მათ შორის დადიანის მომხრე, ექვსიც – მეფისა. თორმეტივე საგანგებოდ მოირთო, ისე როგორც ძველ დროში უქნიათ ეს. ახალოხები შარვალში ჩატანებული ჰქონდათ, თავზე წითელი ჩაბალახები, ფეხზე უძიროები... თორმეტ მალანურს თორმეტი წვეტიანი, ფრთებგაყრილი ჯოხი მოართვეს, თხილის მაჭუკები. ლოცვა დაიწყო. თორმეტი მალანური ორად გაიყო. ერთი ბუტბუტებს, დანარჩენები ამინს „სწირავენ“. მოხუცი გლეხები მოკრძალებით უახლოვდებიან მალანურებს. მალანურები ლოცავენ. ისევ აიღო მებუკემ ბუკი. შემდეგ ხატი დაჰკიდეს მკერდზე მებუკეს (მღვდელი ეკლესიიდან გავიდა წესისამებრ). მოზიმზიმე ბრბო გარს შემოერტყა მებუკეს – „ოისა“ შესძახა მებუკემ. „გაისა“, ისმოდა გრიალი. ვერცხლის ხატით მკერდდამშვენებული მებუკე წინ მიუძღოდა ხალხს და „ოისა-გაისას“ ძახილით სამჯერ შემოუარეს ეკლესიას. და თორმეტი მალანური ხალხს გაეთიშა. თორმეტივე ეკლესიაში დაამწყვდიეს, უზარმაზარი ბოქლომი დაადვეს ეკლესიას. ეკლესიის წინ მოგროვილი ხალხი განზე დაამწკრივეს, შარა გააკეთეს ხალხსა და ეკლესიას შორის და ეკლესიის სიგრძე ჭოლოკი დასდეს ამ შარაზე. ისევ გააღეს ეკლესია, ტყვე ტარიელები გამოუშვეს. თორმეტი მალანური ექვს ექვსად გაიყო და ორივე მხარე ჭოლოკს დაეჭიდა აქეთ იქიდან. იძიძგილავეს, იბრძოლეს. ამ წელსაც მეფის მალანურებმა აჯობეს დადიანისას. მერმე „მეფის ტარიელები“ წესისამებრ ეკლესიის კარზე ჩამოსხდნენ, დადიანისანი ცაცხვის ძირს დაბანაკდნენ და ძველებურად შეებნენ შაირებით ურთიერთს. არც ჩვეულებრივი მყრალ-სიტყვაობა ყოფილა დავიწყებული...

ახლა მაჭუკების სროლა დაიწყეს. ვერც ერთმა მალანურმა ეკლესიას ვერ გადააცილა მაჭუკი იმ წელს. სწორედ ამ დროს ერთი ბრგე ვაჟკაცი გამოეყო დადიანის მალანურებს, მწითური, დურბელისაგან ყელგამოღადრული. ისროლა მაჭუკი და ეკლესიას გადააცდინა: უნებლიედ დაიგრიალა ტაშმა“. (კ. გამსახურდია)


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები