ბუკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუკი

ბუკი - ღოროტოტო (ქართლ.) საყვირი (რაჭ.) სანკერ (სვან.) ოყე (სამეგრ.)- თავის დროზე იგი როგორც სასიგნალო საკრავი თითქმის ყველა კუთხეში იყო გავრცელებული.

ბუკი-სანკერ შემორჩენილი იყო უკანასკნელ ხანებამდე სვანეთში. ეს არის სპილენძის საყვირი, დაახლოებით 1,5- 2 მ. სიგრძისა, კონუსის ფორმის გაგანიერებული ბოლოთი. თავზე ჩასმულია (ჩადუღებულია) ჩასაბერი მუნდშტუკი. ბუკის მეგრული სახეობა ოყე ხისა იყო.

ბუკი სამხედრო-სასიგნალო საკრავია. მშვიდობიანობის დროს ბუკით მოუხმობდნენ ხალხს (სოფელს, თემს) შესაკრებად. ბუკი არ წარმოადგენს სამუსიკო საკრავს. იგი გამოსცემს მხოლოდ ერთ ბგერას, მაგრამ სხვადასხვა რიტმული ფიგურაციით. აქვს მხოლოდ სასიგნალო და არა ესთეტიკური ფუნქცია.

ქართული წერილობითი წყაროების მონაცემების მიხედვით, „ბუკი“ მოიხსენიება XI ს-დან. იყო სასიგნალო სახმაურებელი საკრავი, მაუწყებელი ლაშქრობის, ზეიმის, დარბაზობის, ნადირობის. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, სამეგრელოში სააღდგომო ლიტანიას წინ ორი მებუკე მიუძღოდა. უკრავდნენ აგრეთვე ნათლისღების დღესასწაულეზე წყალკურთხევის ლიტანიობის დროსაც.

ლიტერატურა

ვ. ახობაძე, ქართული (სვანური) ხალხური სიმღერების კრებული, 1957. მ.შ.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები