ფიაბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:58, 31 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფიაბა – იტალიური თეატრისა და დრამატურგიის ჟანრი, პოლემიკურად უპირისპირდებოდა ყოფით კომედიას. მკაფიო სანახაობითობამ, საინტერესო ფაბულამ განსაზღვრა ამ ფიაბების წარმატება, მაგრამ ფიაბის პაროდიულ-სატირიული მიმართულება თანდათან გაქრა, შეიზღუდა ნიღბების მნიშვნელობა, მათი იმპროვიზაცია, და მერე ამ ჟანრმა საერთოდ დაკარგა სიახლე. იგი საერთოდ არც კი გასცილებია ვენეციის საზღვრებს.