ფიაბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფიაბა – (იტალ. fiaba – ზღაპარი) – იტალიური თეატრის და დრამატურგიის ჟანრი, შექმნილი კ. გოცის მიერ და პოლემიკურად მიმართული კ. გოლდონის და პ. კიარის ყოფითი კომედიების წინააღმდეგ. გოციმ შექმნა 10 ფიაბა, რომლებშიც ზღაპრული სიუჟეტი გაჯერებული იყო კომედია დელ’არტეს იმპროვიზაციით და ბუფონადით. კაშკაშა სანახაობრიობამ, ფაბულის სახალისო აგებულებამ განაპირობა ამ ფიაბების წარმატება, რომელთა დადგმა განახორციელა ა. საკის ვენეციურმა დასმა. მაგრამ დროთა განმავლობაში ფიაბების პაროდიულ-სატირული შემართება შესუსტდა, შეიზღუდა ნიღბების მნიშვნელობა, გაქრა იმპროვიზაცია და ჟანრმა დაკარგა სიახლე და მიმზიდველობა. ვენეციის ფარგლებს გარეთ ფიაბა არ გავრცელებულა კ. გოცის ბრწყინვალე თეატრალურობამ გერმანელი რომანტიკოსების ყურადღება მიიპყრო (ლ. ტიკი, ე.ტ.ა. ჰოფმანი და სხვ.).



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები