ეშქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:22, 19 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეშქ-ი (ინგ. Эшк – „რკინა“) – ინგუშურ ნართულ თქმულებათა პერსონაჟი; ცხვოვრობს სოფ. ეღიყალში, მეგობრობს ნართ-ორსთხოელ სესქა-სოლსასთან. ერთხელ მეგობრები საშოვარზე ერთად უნდა წასულიყვნენ, მაგრამ დილით მისულ ეშქს სესქა-სოლსა უკვე წასული დაუხვდა. შეთანხმების დარღვევის გამო, ეშქმა მეგობრის ლამაზი ქალიშვილი სახლში წამოიყვანა და ოქროს თასიც წამოიღო. შინ დაბრუნებული სესქა-სოლსა, ამ ამბის გაგებისთანავე, ქალიშვილის წამოსაყვანად ეშქის ოჯახში მივიდა, მაგრამ მეგობრის დედამ მოთხოვნაზე უარი უთხრა, თან ხელი მხარზე შეახო და ძვალი გაუტეხა. როცა სესქა-სოლსამ თავისი დაიჩემა, დედაბერმა მეორე მხრის ძვალიც ჩაუმტვრია. ნართი გმირი იძულებული გახდა ბედს დამორჩილებოდა და ეშქი სიძედ ეღიარებინა.

გადმოცემათა მიხედვით, ეშქი ინგუში ბოგათირევების გვარის დამფუძნებლად ითვლება.


ლიტერატურა

  • Антология ингушского фольклора. Т. 1. Нальчик, 2003;
  • Дахкильгов И. А. Ингушский нартский эпос. Тексты. Нальчик, 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები