სახიობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახიობა — ძველქართული თეატრის სახე. ტერმინი „სახიობა“ გამოიყენებოდა სხვადასხვაგვარ სანახაობათა აღმნიშვნელად. XII—XVIII საუკუნეში ეს სახელწოდება გამოხატავდა სამეფო კარის თეატრს, სადაც წარმოდგენილი იყო: დეკლამაცია, სიმღერა, ცეკვა, ჯამბაზების, ჟონგლიორების გამოსვლები, შეჯიბრებები სანახაობითს ჟანრებში. სახიობაში მონაწილეობდნენ სასცენო ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები: მემღერე - დრამატული მსახიობი, მახიობელი - მიმიკოსი მსახიობი, მგოსანი-მომღერალი, მუსიკოსი - კომპოზიტორი, მროკველი - მოცეკვავე მამაკაცი ან ქალი, მუშაითი - აკრობატი, ჟონგლიორი. ისინი გამოდიოდნენ როგორც საგანგებო სასახიობო შენობებში (სახლი სათამაშო), ისე საჯირითო მოედნებზე სხვადასხვა დღესასწაულების დროს.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები