თეატრალური ფარდა
თეატრალური ფარდა – ქსოვილი, რომელიც ფარავს სცენას დარბაზში მყოფი მაყურებლისგან. ფარდის დანიშნულებაა უხილავი გახადოს დეკორაციის შეცვლის პროცესი, შექმნას შუალედი მოქმედებებს შორის.
ფარდები არსებობს ასაწევი და გასახსნელი. ფარდა პირველად გამოყენებულ იქნა ძველრომაულ თეატრში (ამის შესახებ გვატყობინებს ვერგილიუსი „გეორგიკებში“ და ოვიდიუსი „მეტა მორფოზებში“. აღორძინების ეპოქის იტალიაში (1519) სასახლისკარის თეატრში პირველად იქნა გამოყენებული წინა, ე.წ. ძირითადი ფარდა. მე-17 ს. საზოგადოებრივი თეატრალური ნაგებობების წარმოშობამ, რომელსაც ჰქონდა კოლოსნიკები, შესაძლებელი გახადა ასაწევი ფარდის შექმნა, ფარდის მოხატვა დაევალათ დიდოსტატებს, რომლებიც მოხატულობას ქმნიდნენ მითოლოგიურ და ალეგორიულ სიუჟეტებზე. ასეთი ფარდები მრავლად შეიქმნა მე-19-20 სს. მსოფლიოს ბევრ თეატრში.