ელინები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:00, 14 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ელინები – (ბერძნ.) თავდაპირველად ელინები ერქვათ საბერძნეთის ჩრდილო ნაწილში მცხოვრებ ტომებს. მალე ეს სახელწოდება მთელ ბერძნებზე გავრცელდა, პირველად VII საუკუნეში პოეტ არქილოქესთან გვხვდება. ბერძნულ-სპარსული ომების დროს მატერიკული საბერძნეთის მიმართებით იხმარება, ხოლო მაკედონელის ლაშქრობის შემდეგ ბერძენთა განსახლების მთელ სივრცეზე იხმარება. ელინიზმის ეპოქაში ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ იმ ხალხებსაც, რომლებიც ბერძნულ სამყაროს ზიარებული კულტურის წარმომადგენელნი იყვნენ.
წყარო
- მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის
- მსოფლიო თეატრის ოსტორია წიგნიI