ქავთარ ორბელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:28, 27 მაისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქავთარ ორბელი - ერთადერთი პირი, ვინც მეჯინიბეთუხუცესის თანამდებობით მოიხსენიება საქართველოს ერთიანობის დროინდელ წყაროებში. გიორგი III-ის კარის მოხელე და თანამებრძოლი. მეჯინიბეთუხუცესის თანმდებობაზე ჩანს 1170-1177/1178 წწ-ში. იყო ამირახორ ლიპარიტ ორბელის ძმისწული, უმცროსი ძე მანდატურთუხუცეს და ამირსპასალარ ივანე (II) ორბელისა. თანამდებობა დაკარგა ორბელთა ამბოხის ჩახშობის შემდეგ. სტეფანოს ორბელიანი მას სპარსეთში გადახვეწილთა შორის იხსენიებს.
წყაროები და ლიტერატურა
სტეფანოს ორბელიანი 1978: 47, 53; მესხია 1979: 104, 154;ანთელავა 1983: 61-62.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017