აზნავური შარლ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:20, 3 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შარლ აზნავური - (ფრანგ. Charles Aznavour, ნამდვილი სახელი და გვარი ვაღინაგ აზნავურიანი 22. V. 1924, პარიზი) ფრანგი შანსონიე, კომპოზიტორი, კინომსახიობი.
დაიბადა სომეხი ემიგრანტების ოჯახში. გამოსვლები დაიწყო 40-იანი წლებიდან, ავტორია სიმღერებისა და მუსიკისა კინოფილმებისათვის. მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილია ფრანგული დოკუმენტური ფილმი „მღერის აზნავური“ (1973). მართავს გასტროლებს. უკანასკნელი წლები ცხოვრობს შვეიცარიაში.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი