შანსონიე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შანსონიე – (ფრანგ. chansonier, chanson – სიმღერა), ფრანგი პოეტი-მომღერლები, რომლებიც ქმნიან სასიმღერო ტექსტებსაც, მუსიკასაც და თავადვე ასრულებენ მათ. შანსონიეს ხელოვნება სათავეს იღებს შუა საუკუნეების მენესტრელების შემოქმედებიდან და გამოირჩევა დემოკრატიზმით. ზოგჯერ ისინი ახალ ტექსტებს უსადაგებენ ძველ მელოდიებს. პირველ ფრანგ შანსონიებად ითვლებიან შ. კოლე, დრამატურგ-ვოდევილისტი შ. პანარი. დიდმა ფრანგმა პოეტმა-მესიმღერემ პ.ჟ. ბერანჟემ შანსონიეს ხელოვნება ახალ საფეხურზე აიყვანა და მას პოლიტიკური და საზოგადოებრივ-საყოფაცხოვრებო ჟღერადობა შესძინა. მე-19 ს. დასასრულიდან შანსონიეს უწოდებენ, აგრეთვე, საესტრადო მომღერლებსაც.