მორეტო აგუსტინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აგუსტინ მორეტო

აგუსტინ მორეტო − (მორეტო ი კავანია აგუსტინ, ესპ. Agustín Moreto y Cavana, 1618-1669), ესპანელი დრამატურგი. წერდა პიესებს სასახლისკარის თეატრისათვის (სულ 100-ზე მეტი პიესა, ამათგან 40 ლოა, ინტერმედიები, მოხიგანგები). ისტორიული პიესები „კანონის ძალა“, „მამაცი მოსამართლე“. ინტრიგის კომედიის ჟანრში: „სიყვარული და მოვალეობა“, „ორეული დედაქალაქში“, ხასიათების კომედიები: „ლამაზი დონ დიეგო“, „აბუჩად აგდებისთვის აბუჩად აგდება“. მისი შემოქმედებით მთავრდება რენესანსის ეპოქის ნაციონალური თეატრის განვითარება.






წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები