დევრიენტი ლუდვიგ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:04, 29 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლუდვიგ დევრიენტი – (გერმ. David Louis De Vrient, 1784-1832), გერმანელი მსახიობი, დასაწყისში წარუმატებლად თამაშობდა მიჯნურების როლებს, შემდეგ გადავიდა სახასიათო როლებზე, სადაც გამოავლინა დიდი სცენური შესაძლებლობები. 1814 წ. იფლანდის მიწვევით, მუშაობა დაიწყო ბერლინის სამეფო თეატრში. აქ მთელი სისავსით გამოჩნდა მისი ოსტატობა და გარდასახვის უნარი. საუკეთესო სახეები შექმნა შექსპირულ სპექტაკლებში. გერმანული თეატრის ისტორიაში მან დაასრულა რომანტიზმის ეპოქა და იმავდროულად გზა გაუხსნა მე-19 ს. რეალიზმს.