არქეტიპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:37, 3 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არქეტიპი – (ბერძნ. archetipos – პირველადი მოდელი),

1) კ. იუნგის ანალიტიკურ ფსიქოლოგიაში არქეტიპი მოიაზრება როგორც ადამიანის ფიქიკაში განთავსებული წარმოდგენების თანდაყოლილი და უნივერსალური ფორმა. არქეტიპი განთავსებულია კოლექტიურ არაცნობიერში და ცნობიერების ზედაპირზე ამოდის სიზმრების, წარმოდგენების და სიმბოლოების სახით.

2) მხატვრული პერსონაჟების ტიპოლოგიურმა გამოკვლევებმა ცხადჰყო, რომ ზოგიერთი მათგანი წარმოშობილია ადამიანის ინტუიციურ-მითოლოგიური ხედვიდან და აღბეჭდილია ქცევის და ხასიათის საყოველთაო თვისებებით.

ასეთი პერსონაჟი-არქეტიპი არის უზოგადესი ადამიანური ნიშნების მქონე და მუდმივად განმეორებადი ხატი ყველა ეპოქის ამა თუ მხატვრულ ნაწარმოებში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები