დაძმობილება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:22, 21 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაძმობილება – მეგობრობა-ამხანაგობის ფორმა, ხალხური ეპოსის გავრცელებული მოტივი. დაძმობილება გულისხმობს ორი ან რამდენიმე პერსონაჟის დაკავშირებს საგმირო-რომანტიკული საქმისთვის, ვინმეს გასაჭირიდან დახსნის ან რაღაცის ძიების მიზნით. ზღაპრებში ნიშანდობლივია დაძმობილება მარტოხელა გმირისა სხვადასხვა თვისებების მქონე ბუმბერაზებთან (ბელტიყლაპია, გორიგლეჯია). დაძმობილება დამორჩილების ნიადაგზეც შეიძლება („ზღაპარი უხეიროსი“). დაძმობილების სახით ეპოსში ასახულია ქართული წესჩვეულების – ძმადგაფიცვის ტრადიციები.


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები