დაძმობილება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დაძმობილება – მეგობრობა-ამხანაგობის ფორმა, ხალხური ეპოსის გავრცელებული მოტივი. დაძმობილება გულისხმობს ორი ან რამდენიმე პერსონაჟის დაკავშირებს საგმირო-რომანტიკული საქმისთვის, ვინმეს გასაჭირიდან დახსნის ან რაღაცის ძიების მიზნით. ზღაპრებში ნიშანდობლივია დაძმობილება მარტოხელა გმირისა სხვადასხვა თვისებების მქონე ბუმბერაზებთან (ბელტიყლაპია, გორიგლეჯია). დაძმობილება დამორჩილების ნიადაგზეც შეიძლება („ზღაპარი უხეიროსი“). დაძმობილების სახით ეპოსში ასახულია ქართული წესჩვეულების – ძმადნაფიცვის ტრადიციები.
ფ. ზანდუკელი
ლიტერატურა
- ს. მაკალათია, ხევი, 1934;
- მიხ, ჩიქოვანი, საგმირო რომანტიკული მოტივები ქართულ ეპოსში, ლიტ. ძიებანი, ტ. I, 1943;
- ალ. ღლონტი, ქართელ-ხალხური ნოველა, 1963.