აქსიომა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აქსიომა − (ბერძ. axiōma აღიარებული დებულება), დებულება, რომლის ჭეშმარიტება თავისთავად ცხადია, უეჭველია და დასაბუთება არ სჭირდება. ტერმინი „აქსიომა” პირველად შემოიღო არისტოტელემ და მათემატიკაში შევიდა ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსებისგან. ეს ტერმინი მეცნიერებიდან სასაუბრო ენაშიც დამკვიდრდა, როგორც თავისთავად ცხადი დებულების სინონიმი. აქსიომას ზოგჯერ პოსტულატს ან პრინციპს უწოდებენ.