სეილანიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:49, 4 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სეილანიანი — საგმირო-საფალავნო მოთხრობათა ვრცელი კრებული, რომელიც პირობით უკავშირდება მთავარი გმირის სეილან საჰიბყირანის სახელს, ხოლო ფაქტიურად წარმოადგენს სხვადასხვა სიუჟეტის მქონე უამრავი ეპიზოდის მექანიკურ შეკავშირებას. შედგება შემდეგი წიგნებისაგან: „სეილან-ნამე“, „ჯანგ-ნამე“, „არდაშერ-ნამე“, „რუმ-ნამე“, „მაშრიყ-ნამე“ და „იადა“. ძეგლი სპარსულიდან თარგმნა იოანე ბატონიშვილმა. წინასიტყვიდან ირკვევა, რომ მის წყაროს რქმევია „სეილან-ნამე“, რომელიც ვინმე სეიდ დერვიშს გადმოუკეთებია ინდურიდან. ჯერჯერობით ასეთი თხზულება სპარსულ მწერლობაში არ ჩანს, ქართულ თარგმანში დაცულია ქართული ასოებით დაწერილი სპარსუსული ჩანართი ლექსები.


ლიტერატურა

  • გ. იმედაშვილი, „სეილანიანი“ და რაინდული რომანის ზოგი საკითხი. ლიტერატურული ძიებანი, X, 1956.


წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები