ჩიტიწვივა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Citiwviva.PNG

ჩიტიწვივა - Epimedium colchicum (Boiss.) Trautv

აჭარ. - წამალდიდი, ჩიტაძუა, ღორიკვაშილა, - მეგრ. – ოხორკალაია

ჩიტიწვივა კოწახურისებრთა ოჯახს ეკუთვნის. მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ფოთლოვანი ტყეების ჩრდილიან ადგილებში გვხვდება, განსაკუთრებით საშირად აჭარაში, აფხაზეთსა და სამეგრელოში. აღმოსავლეთ საქართველოში არ ხარობს. ჩიტიწვიღას ახასიათებს მხოხავი ფესურები, რომლებიც უხვად ივითარებენ ღერო-ფოთოლს. ამიტომ გვხვდება ჩიტიწვივა ჯგუფებად ტყეებში. მისი ღერო 25-50 სმ სიმაღლისაა. ფოთლები სამფოთოლაკიანია და ყველა ძირთანაა თავმოყრილი. თითოეული ცალკე ფოთოლაკი გრძელყუნწიანია, მოყვანილობით გულისებრი და შორიშორს დაკბილული.ახლად ამოყრილი ფოთლები მწვანეა და ნაზი, წინა წლის ფოთლები კი, რომლებიც დიდხანს შერჩება ხოლმე ამ მცენარეს, ხეშეშია, ლითონისფერი.

ჩიტიწვივას მოყვითალო-მომწვანო ყვავილები გაიშლება ხოლმე მარტში, მაგრამ, თუ გაზაფხული გვიან დადგა, აყვავებული ჩიტიწვივას ნახვა მაისის პირველ ნახევარშიც შეიძლება. ყვავილები ყუნწიანია და მეჩხერ მტევნადაა შეკრებილი. გვირგვინის ფურცელი ოთხია, მეტად ნაზი და ძალიან ადვილად სცვივა. ჯამის ფოთლები გვირგვინის ფურცლების მსგავსადა შეფერილი, ზოგჯერ მოწითლოდ.


წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები