კავკასიური რცხილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:28, 30 სექტემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კავკასიური რცხილა – (Carpinus caucasica Grossh. = Carpinus betulus L.); ოჯახი: თხილისებრნი (Corylaceae). მაღალი ხეა, ოდნავ დამსკდარი ქერქით. ფოთლები შიშველია, მოკლეყუნწიანი, ფირფიტა მოხაზულობით მოგრძო-კვერცხისებურია, წაწვეტებული, ორმაგხერხკბილა. კვირტები ოვალურია, მოწითალო მურა ფერისა. მამრობითი ყვავილედი მჭადაა, ყლორტის ძირებში განლაგებული. მდედრობითი კენწრულია. ნაყოფის საბურველი სამნაკვთიანია, ნაყოფი კაკალია. ყვ. III-IV; ნაყ. VI-VII. საქართველოში ტყის შემქმნელი ერთ-ერთი სახეობაა. კახეთში გავრცელებულია თითქმის ყველგან გვხვდება როგორც პირველადი, ასევე მეორადი კორომების (წიფლის, ჭალისა და ქართული მუხების ნაალაგევზე) სახით.