ცეტერახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:33, 26 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცეტერახი

Ceterach officinarum DC.სამკურნალო ცეტერახი

მრავალწლოვანი, მცირე ზომის მოკლე ფესურიანი სპოროვანი, ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები ტყავისებრია, ფრთისებრ განკვეთილი, ლანცეტა ან მოგრძო ლანცეტა ფორმის, კონებადაა შეკრებილი; სეგმენტები მომრგვალო ოვალურია, ზემოდან მქრქალი მონაცრისფრო მწვანე, შიშველი, ქვემოდან – ყუნწიანად დაფარულია კრამიტისებრად განლაგებული მურა ფერის ქერქლებით, რომლებშიც სორუსებია ჩამალული. სპორები ოვალურ-თირკმლისებრია, ბლაგვეკლიანი. სორუსები მწიფდება ივლის-აგვისტოში. იზრდება კლდეების დაფარულ ნაპრალებში, ქვის ფერდობებზე. ზღვის დონიდან დაწყებული სუბალპურ სარტყლამდე.

ფოთლები ხასიათდება შემკვრელი და ჭიისმდენი მოქმედებით. გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ელენთისა და შარდის ბუშტის დაავადებებისას (Ролловъ, 1908).

წყარო

  • ბიძინაშვილი, რ., ჟორდანია, მ., მაისაია, ი. სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები. - თბ., 2023 [[1]].
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები