ბაღის ქონდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:43, 9 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაღის ქონდარი

ოჯახი – Sabiatae - ტუჩოსანთა
გვარი - Satureja - ქონდარი
სახეობა - S. hortensis L. - ბაღის ქონდარი

ბაღის ქონდარი ერთწლიანი მცენარეა, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით და სწორმდგომი ღეროთი, 15-45 სმ სიმაღლის, ფოთლები ხაზურა ანდა ლანცეტისებური, 1,5-2,5 სმ სიგრძისა და მონაცრისფრო-მომწვანო. ქეედა ყვავილები 3-5 ერთად შეკრებილი მოკლე ყვავილსაჯდომებზე, ზედა ყვავილები მჯდომარეა. გვირგვინი შეიძლება იყოს მოლურჯო, ვარდისფერი ანდა თეთრი. როგორც სარეველა, გავრცელებულია ევროპული ნაწილის სამხრეთ ნაწილში, შუა აზიის მთიანეთში, ზღვის დონიდან 1500 სიმაღლეზე. ფოთლები შეიცავენ 1%-მდე ეთერზეთებს, გამოიყენება როგორც სანელებელი, აქვს ანტიბაქტერიული და პარაზიტული ჭიების საწინააღმდეგო თვისებები, ჰომეოპათიაში გამოიყენება ხველების საწინააღმდეგოდ. ზოგიერთი სახეობა, მაგ. 5.S. taurise Velen 2,5 %- მდე ეთერზეთებს შეიცავს.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები