ალეატორიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:29, 16 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალეატორიკა - XX ს-ის მუსიკის კომპოზიციის მეთოდი, რომელიც გულისხმობს მუსიკის ტექსტის მობილურობას (დაუფიქსირებულობას). მისი საფუძველია შემთხვევითობის პრინციპი შემოქმედებით და საშემსრულებლო პროცესში. ალეატორიკა თითქმის ერთდროულად (1950) წარმოიშვა გფრ-სა (კ. შტოკჰაუზენი) და საფრანგეთში (პ. ბულეზი). ალეატორიკულ ტექნიკას მრავალი თანამედროვე კომპოზიტორი იყენებს.