ალოგლოტოგრაფია
ალოგლოტოგრაფია – (ბერძნ. allos – სხვა, gllōta – ენა, graphō – ვწერ). წერის თავისებური ხერხი, ზეპირი ტექსტის ჩაწერის მეთოდი. ალოგლოტოგრაფია ფართოდ იყო გავრცელებული ირანულენოვან სამყაროში (და, საერთოდ, ახლო აღმოსაელეთში). ალოგლოტოგრაფიის დროს ჩასაწერი ტექსტი, რომელსაც გარკვეულ ენაზე კარნახობენ, სინქრონულად ითარგმნება და ჩაიწერება დამწერლობის მქონე სხვა რომელიმე („შუამავალ“) ენაზე. ამოიკითხება არა უცხო ენაზე, რომელზეც ჩაწერილია ტექსტი, არამედ ისევ თავდაპირეელ ენაზე. ასეთი „შუამავალი ენა“ ძვ. სპარსულისათვის იყო ელამური, ხოლო საშ. სპარსულისათეის – არამეული.
ალოგლოტოგრაფიის გამოყენება რომელიმე ენისათვის არ გამორიცხავს ამ ენაზე ლიტერატურული ტრადიციების არსებობას, მაგ. ზეპირსიტყვიერების სახით (შდრ.: ძვ. ინდური (ვედური) ჰიმნები, ჰომეროსის პოემები, რომლებიც შექმნილია მათ წერილობით ფიქსაციამდე გაცილებით ადრე). გამოთქმულია ვარაუდი (თ. გამერელიძე) ალოგლოტოგრაფიის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ ქრისტიანობამდელ საქართველოში (არამეულის მეშეეობით).
ლ. ენუქიძე
ლიტერატურა
- გამყრელიძე თ., წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლიბა, თბ., 1989.