ასტრახანი
ასტრახანი – (ძვ. ქართული წყაროებით – აშტრახანი), ქალაქი რუსეთში, მდ. ვოლგის დელტაში, მსხვილი სამრეწველო და კუელტურული ცენტრი. XV-XVIII სს-ში ასტრახანზე გადიოდა გზა საქართველოდან მოსკოვისაკენ. ამის გამო სხვადასხვა დროს აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მრავალი ქართველი მწიგნობარი. ასტრახანი იქცა ქართული კულტურის მნიშენელოვან კერად, სადაც იქმნებოდა ქართული ორიგინალური თხზულებები და ნათარგმნი ძეგლები, მზადდებოდა კრებულები. აქ მოღვაწეობდნენ არჩილ II, ვახტანგ VI, ვახუშტი ბატონიშვილი, ნიკოლოზ ორბელიანი, ონანა ქობულაშვილი, მამუკა ბარათაშვილი, ზაალ-ზოსიმე ორბელიანი, გაიოზ რექტორი და სხვ. მრავალი მწერალი და მეცნიერი. ასტრახანში არიან დაკრძალული ეახტანგ VI, თეიმურას II, გაიოზ რექტორი, ტიმოთე გაბაშვილი.
ლ. მენაბდე
ლიტერატურა
პაიჭაძე გ. ჯაფარიძე ვ. ქართული ისტორიული ძეგლები ქ. ასტრახანში, თბ., 1974 მენაბდე ლ. ძველი ქართული კულტურის კერები, თბ., 1992,