ეიხლერის ტიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეიხლერის ტიტა - Tulipa eichleri Regel

Tulipa eichleri Regel. – ეიხლერის ტიტა

მრავალწლოვანი ბოლქვოვანი დეკორატიული მცენარეა, ლამაზი წითელი ყვავილებით. მნიშვნელობა აქვს მეყვავილეობაში, როგორც იშვიათ, საწყის სასელექციო მასალას. ასევე მნიშვნელოვანია ფლორის ისტორიზმის თვალსაზრისით,გამოიყენება ხალხურ მედიცინაშიც.

ყვ. IV-V; ნყ. VI.

აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ენდემური სახეობაა. კლასიკური ადგილსამყოფელი – შემახი (Гроссгейм, 1940).

საქართველოში მხოლოდ ქართლშია გავრცელებული – სოფ. მრგვალი ჭალა, „არსენას კლდეები”. მიეკუთვნება იშვიათ და გადაშენებად სახეობათა რიცხვს.

შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში” ( 1982).

თბილისის მიდამოებში იზრდება: საგურამოს ქედზე, ზედაზნის სამონასტრო კომპლექსის არეში, მცირერიცხოვანი პოპულაციის სახით.

სახეობა აშკარად გაქრობის საფრთხის წინაშე დგას. რიცხოვნობა საგრძნობლად მცირეა.

იზრდება სამხრეთის და აღმოსავლეთის ექსპოზიციების მშრალ კლდოვან ფერდობებზე, ქვა-ღორღიან მწირ ნიადაგებზე, გამეჩხერებულ მდელოს ბალახებში,ზღ.დ. 1000-1100 მ-ის ფარგლებში.

აუცილებლად მიგვაჩნია, ბუნებაში პოპულაციების დაცვის და აღწარმოების მიზნით მცენარის ყოველგვარი შეგროვების აკრძალვა და კულტურაში დანერგვა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები