გარემოება (გრამატიკა)
გარემოება – წინადადების არამთავარი წევრი, რომელიც აღნიშნავს, თუ რა ვითარებაში ხდება მოქმედე�ბა. გარემოება არის ადგილის, დროის, ვითარების, მიზეზისა და მიზნის. იგი გადმოიცემა ზმნისზედითა და ირიბ ბრუნვაში დასმული სახელებით, თანდებულებით ან უთანდებულოდ.
ადგილის გარემოება
აღნიშნავს მოქმედების ადგილს ან მიმართულებას (მიუგებს კითხვებზე: სად? საიდან? საითკენ? სადამდის?). ადგილის ზმნიზედა წინადადებაში ყოველთეის ადგილის გარემოებაა (მიდის შინ, ზევით, მაღლა…). არსებითი სახელი ადგილის გარემოებად გვხვდება ირიბ ბრუნვებში: მიცემითში, ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში უთანდებულოდ (იშეიათად) ან თანდებულებით (ზის ბაღში, ტახტზე, კედელთან…, მიდის ტყისკენ; „მთიდან დაეშვა ღამე“ (გ. ტაბიძე); „კიტრი უბიდამ გამცვივდა“ (დ. გურამიშვილი); „ღობემდისაც ვერ მიგყვეს შენი დამშეული სული“ (დ. კლდიაშვილი).
დროის გარემოება
აღნიშნავს მოქმედების დროს (მიუგებს კითხვებზე: როდის? რა დროიდან? რა დრომდის? რამდენ სანს?). დროის ზმნიზედა წინადადებაში ყოველთვის დროის გარემოებაა: „ჯერ ასეთი გაზაფხული არ დამდგარა ჩვენთვის, ძმებო“ (ი. გრიშაშვილი), „ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარი" (ხალხ.). დროის გარემოებად გეხვდება არსებითი სახელიც: მიცემითში – „დღეს მერცხალი შემოფრინდა“ (ა. წერეთელი), „ალიონზე ფრთხილად ავდექი“ (ნ. დუმბაძე); ნათესაობითში – „ნახევარი საათის შემდეგ დაბლა ეგდო გაშოტილი“ (ვაჟა-ფშაველა), „გაღვიძებისთანავე ირგვლივ გაცეცებით მიმოიხედა“ (რ. ვეტ.); მოქმედებითი – „ღამით ქარი ქროდა; „ზაალი ზამთრობით ქალაქში ცხოვრობდა“ (მ. ჯავახიშვილი), „თეოფილე სიყრმიდანვე გარჯაში იყო“ (რ. გვეტაძე); ვითარებითში „სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?" (შოთა რუსთაველი).