დიაქრონია
დიაქრონია − (ბერძ. dia – გავლით, გამჭოლი და chronos –დრო), ენობრივი მოელენების, ენობრივი სისტემის ცვალებადობის ისტორიული თანამიმდევრობა; ენის შესწაელა ამ თანამიმდევრობის თვალსაზრისით.
ტერმინი „დიაქრონიული ენათმეცნიერება“ შემოტანილია ფ. დე სოსიურის მიერ „ისტორიული ენათმეცნიერების“ ნაცვლად. სოსიურის კონცეფციაში დიაქრონია – ენის ცვალებადობა დროში – გამიჯნულია სინქრონიისაგან – რომელიმე მოცემულ ეტაპზე ენის მდგომარეობისაგან. მაგრამ მათ შორის ურთიერთგამომრიცხავი წინააღმდეგობა არ არსებობს – ისინი ავსებენ და ამდიდრებენ ერთმანეთს.
ენა მუდმივ ცვლილებას განიცდის. დროთა განმავლობაში ენობრივი მოვლენების ერთი ნაწილი ქრება, მეორე – ჩნდება და ა. შ. მაგრამ რამდენადაც ენობრივი ფაქტები, მოვლენები არსებობენ სისტემაში, სადაც ერთი ელემენტის შეცვლა ცელილებებს იწეევს სხვებში, იცვლება მთლიანი სისტემაც. დიაქრონიული ენათმეცნიერება გულისხმობს ენობრიე სისტემათა სინქრონიული ეტაპების, სინქრონიული ჭრილების ქრონოლოგიურ თანმიმდევრობათა შესწაელას, ენის გარკვეულ სინქრონიულ მდგომარეობათა ცელის აღწერას. იგი ენის განვითარების ეტაპებისათვის დამახასიათებელი მოვლენების ახსნისა ღა გაგების საშუალებას იძლევა. შესაძლებელია ენის განვითარების გარკვეული ეტაპის შესწავლა სათანადო დოკუმენტაციის (წერილობითი ძეგლების) საფუძველზე (მაგ., X ს. ქართულის ახ. ქართულთან შეპირისპირებით). იქ, სადაც დოკუმენტაცია არ არსებობს, დიაქრონიული ენათმეცნიერება იყენებს სპეცმეთოდებს, როგორიცაა მონათესავე ენათა ან დიალექტთა შედარება, შინაგანი რეკონსტრუქცია და ა. შ.
ლიტერატურა
- ჩიქობავა არნ. სინქრონული და დიაქრონული ენათმეცნიერების ურთიერთობისათვის. – იხ. მისი: ზოგადი ენათმეცნიერება, II. ძირითადი პრობლემები, თბ. (1945)
- 1983;
- გამყრელიძე თ. მაჭავარიანი გ. სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში. თბ., 1965;
- შარაძენიძე თ. ცოცხალი ენის დიალექტთა მნიშვნელობა ენის განვითარების შესწავლისათვის (სინქრიინია-დიაქრონიისა და სტატიკა-დინამიკის ურთიერთობასთან დაკაეშირებით). - იხ. მისი: თანამედრთეე ენათმეცნიერების თეორიული საკითხები,
- თბ., 1972.