ზალდის წარწერა
ზალდის წარწერა 960 – სწორი ეპიგრაფიკული ნუსხურით შესრლებული რვასტრიქონიანი ქართული წარწერა, ამოკვეთილი სოფელ ზალდის (გორის რაიონის ქურთის თემის) ლალისის წმინდა გიორგის ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადის ბალავარში ჩასმულ ქვის ფილაზე. წარწერის ტექსტი ასე იკითხება: „ქრისტე, შეიწყალე გიორგი და ივანჱ, სამებობასა დადვეს საძირკველი ქრონიკონსა რპ“
თარიღის აღმნიშვნელი ასოები რპ ქვემოთ, ფილის კიდე სე არ ეტეოდა, ამიტომ ატანილია ზემოთ და ამოკვეთილია ტექსტის მეორე სტრიქონის გასწვრივ. მეოთხე სტრიქონში ასოებს სა ქარაგმის ხაზი არა აქვს: იგი შეიძლება გაიხსნას როგორც „სამებასა“, ისე „სამებობასა”. პირეელ შემთხეევაში „უნდა ვიგულისხმოთ, რომ გიორგიმ და ივანემ დადეეს საძირკველი სამების სახელზე აგებული ეკლესიისა, ხოლო მეორე შემთხვევაში – ეკლესიის საძირკველი დადვეს სამებობა დღეს (ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს).
ენობრივი თვალსზრისით საყურადღებოა, რომ წარწერის ტექსტში ე-ზე დაბოლოებული ადამიანის საკუთარი სახელი სახელობით ბრუნვაში გადმოცემულია ჱ-ით (ივანჱ).
ზალდის წარწერა მნიმვნელოვანია პადეოგრაფიულად, როგორც სწორი ეპიგრაფიკული ნუსხურით შესრულებული თარიღიანი წერილობითი ძეგლი და, ამდენად, ერთ-ერთი დასაყრდენი ქართული დამწერლობის ამ სახეობით შესრულებული ძეგლების X ან M-XI სს-ით დათარიღებისათვის.
ე. სილოგავა
ლიტერატურა
- მეგრელიძე ი. სიძველეები ლიახვის ხეობიდან. – „მაცინე“ (ენისა და ლიტ. სერია), №2 1984;
- ოთხმეზური გ. შიდა ქართლის მთიანეთის ეპიგრაფიკა. – კრ. ოსთა საკითხი, თაბ., 1996