ნაზალური ბგერები
ნაზალური ბგერები – ცხეირისმიერი ბგერები, ხმოვნები ან თანხმოვნები, რომელთა წარმოთქმისას ჰაერნაკადი გარეთ ცხვირის ღრუს გავლით გამოედინება. რბილი სასა ნაქითურთ ძირსაა ჩამოშეებული და გზას უხსნის ნაკადს ცხვირისკენ. ნაზალური ხმოვნების (მათ ნაზალიზებულებსაც უწოდებენ) წარმოთქმისას პირის გზაც ღიაა, ხოლო ნაზალური თანხმოვნების შემთხვევაში პირის ღრუ გადაკეტილია ბაგისმიერი ან ენისმიერი ხშვით. ბაგისმიერი ხშვით წარმოითქმისას, მაგ., ქართული მ, წინაენისმიერი ხშვით (ზედა საჭრელ კბილებთან ან მათ ნუნებთან) – ნ ნაზალური თანხმოვნის ენისმიერი ხშვა შეიძლება განხორციელდეს შუა ენის მიბჯენით მაგარ სასაზეც (მაგ., ფრანგ. სიტყეაში signe ნიშანი“) ან უკანა ენის მიბჯენით ჩამოშვებულ რბილ სასაზე (გერმ.singen „სიმღერა“, zunge „ენა“).
ქართულში ნაზალური ხმოვანი ფონემები არა გვაქვს.
ზ. ჯაფარიძე