ონომატოპეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:31, 8 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ონომატოპეა – (ბერინ.onomatopoiḯa – სახელთა წარმოქმნა < ónoma, ნათ. ბრ. ónomatos – სახელი და poiėō – ვაკეთებ, ვქმნი), ხმაბაძვა, ბუნების მოვლენათა თანმხლები ხმების, ცოცხალ არსებათა ხმიანობის (ყვირილის, სტვენის…) მიახლოებითი გადმოცემა სამეტყველო ბგერით და ამის საფუძველზე სი�ტყვების შექმნა ერთმანეთისგან უნდა გაირჩეს: ა) საკუთრივ ხმა�ბაძვა –– ფორმაუცვლელი (არაბ�რუნებადი და არაუღლებადი) ბგე�რათკომპლექსით ხმიანობის მიახ�ლოებითი გადმოცემა: ყიყლიყო! გუ-გუ! ტკაც!-; ბ) ხმაბაძვის საფუძ�ველზე ამა თუ იმ ხმიანობის აღ�ნიშვნა ფორმაცვალებადი სიტყვე�ბით: შრიალი, ტკაცუნი, ხარხარი-, გ) ხმაბაძვის საფუძეელზე ამა თუ იმ ხმიანობის გამომცემი მოვლე�ნებისა და არსებების აღნიშვნა ფორმაცვალებადი სიტყეებით: გუ�გული, ჭრიჭინა, ტკაცუნა. ქართ. სი�ტყვებში ხმაბაძვითი ბგერათკომ�პლექსი გაორმაგებითა და ზოგი ბგერის შეცვლით გამოიყენება: შდრ. ჭახ-ჭახანი –– ჭახჭახი, ტკაც�ტკაცუნი –– ტკაცატკუცი, თუმცა ამ რიგის ლექსიკური ერთეულები ყო�ეელთვის არა გვაქეს.

ერთი და იგიეე ხმიანობა სხვა�დასხვა ენაში სხვადასხვაგვარად ფასდება და გადმოიცემა, რაც და�მოკიდებულია ამ ენათა ფონემურ წყობასა და შესაბამისი ფონემე�ბის სმენით აღქმაზე (შდრ. ქართ. ყიყლიყო –– რუს. кукареку). ზ, ჯაფარიძე.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები