დითირამბოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:56, 27 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დითირამბოსი – (ბერძნ.) თავდაპირველად ეს იყო დიონისესადმი მიძღვნილი საკულტო სიმღერა, რომელსაც მთელი გუნდი ან რამდენიმე გუნდი ასრულებდა. მოგვიანებით დითირამბებს აღუვლენდნენ ღმერთებსაც და გმირებსაც. თანამედროვე მეტყველებაში ეს ტერმინი „დითირამბის“ ფორმით შემოვიდა და გარდამეტებული, უსაზღვროდ აღფრთოვანებული ხოტბის მნიშვნელობით იხმარება.