ეკლარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:02, 20 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეკლარი – საქვეყნოდ განთქმული დეკორატიული ქვის კარიერი ზემო იმერეთში (სოფ. ბორი, ხარაგაულის რ.). აქ მოიპოვება და მუშავდება ძვირფასი სამშენებლო (მოსაპირკეთებელი) ფილაქვა, რომელიც ეკლარის ქვის სახელწოდებით არის ცნობილ.
ტოპონიმი ეკლარი ეკლ-ნარ-ი-საგან მომდინარეობს. იმერულ და, საერთოდ, ქართულ კილოებში, როცა -ნარ სუფიქსი ფუძისეულ ლ თანხმოვანს მოსდევს, მაშინ სუფიქსისეული ნ ხშირად იკარგვის. ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ ფუძის ბოლოკიდური ლ სონორი ჩავარდება, სუფიქსი კი მთლიანად შემოგვრჩება. ამ შემთხვევაში სუფიქსისეული ნარი დაკარგულა და შედეგად ეკლ-არ-ი მიგვიღია. მოსალოდნელი იყო ეკ-ნარ-ის-ს მიღებაც, რაც ფაქტიურად დასტურდება კიდეც.